ჩვენი პირველი საჯარო დებატი
25.04.2014 15:00 საათზე გაიმართა ჩვენი პირველი საჯარო დებატი.მაგრამ მანამდე მინდა ვისაუბრო იმის შესახებ,თუ რა ხდებოდა რამდენიმე საათით ადრე..დაახლოებით 12 საათზე თბილისიდან,ილიას უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ ჩვენი კლებელების შესახვედრად სტუსენტები და მათ მოჰყვათ საქართველოს დებატების ინსტიტუტის წარმომადგენელი სოფო ვეფხვაძე.კლუბის ყველა წევრი უკლებლივ ესწრებოდა შეხვედრას.თავდაპირველად მოხდა გაცნობა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის რაც ძალიან პოზიტიური გამოდგა.სტუდენტები ძალიან მოხარულნი იყვნენ იმ ფაქტით,რომ სკოლის ასაკშივე ვსწავლობთ დებატების ტექნიკას,რაც მათ უნივერსიტეტში ისწავლეს...ჩვენ კი აღფრთოვანებულნი ვიყავით იმით,რომ შევხვდით საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს და რაც მთავარია გავიცანით სოფო,რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდით.შემდეგ ჩავატარეთ ჩვეულებრივი გაკვეთილი და შევასრულეთ სახალისო დავალება,რამაც ძალიან ჩაგვაფიქრა ყველა..ჩვენმა მასწავლებელმა,ლია გიგოლაშვილმა წაიკითხა ძალიან საინტერესო ტექსტი ,,ჩემი ამინდები"..ჩვენ გვევალებოდა ტექსტის ყურადღებით მოსმენა და მისი ჩაწერა,შემდეგ კი წყვილებში მისი გავრცობა : ))) ახალმა დავალებამ კი უკეთ გაგვაცნო სტუმრები..ჩვენ უკვე ორ ჯგუფად ვიყავით გაყოფილები(მტკიცებითი და უარმყოფელი)როდესაც მოგვიჩინეს რამდენიმე სტუდენტი თითოეულ გუნდს რათა დაგვხმარებოდნენ საბოლოოდ ქეისების სწორად ჩამოყალიბებაში..შემდეგ კი 3 საათზე დაიწყო ჩვენი საჯარო დებატი..ყველა ძალიან ვნერვიულობდით,რადგან სხვა სტუმრებიც გვყავდა:მოსწავლეები,დირექტორი,მშობლები,სოფლის რწმუნებული და World Vision Georgia-ს წარმომადგენლები.ჩვენთვის ეს პირველი გამოსვლა იყო და ღელვა უფრო მეტად გვემატყობოდა,გვინდოდა რომ ყველაფერს არაჩვეულებრივად ჩაეარა...მართლაც საკმაოდ მშვენივრად გამოგვივიდა მიუხედავად იმისა,რომ ჩვენთვის პირველი ცდა იყო..ნერვიულობა მაშინვე გაგვიქრა როცა ტრიბუნასთან გავედით.მსაჯები თავად სოფო და ორი სტუდენტი იყვნენ,თაიმქიფერიც ილიას სტუდენტი იყო.რეზოლუცია გახლდათ:,,ბუკებით სწავლა გამართლებულია",რაც დღეისთვის საკმაოდ აქტიური თემაა..ჩვენც არ დავიზარეთ და საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ,ჩავწერეთ ინტერვიუები,მოვიძიეთ სტატისტიკა,ჩავატარეთ კვლევები და ვეცადეთ ამომწურავად გაგვეცა პასუხები ყველა დასმული კითხვისათვის..ცოტახნით დაძაბულობამ იმათა ჯვარედინი დაკითხვის დროს მონაწილეებს შორის,მაგრამ დაძაბულობა გიორგი ფარადაშვილის გამოსვლამ გაფანტა,რომელიც უარმყოფელი გუნდის მესამე სპიკერი გახლდათ და შეჯახეების არეებს წარადგენდა..მისი ხუმრობა მტკიცებითი გუნდისადმი ყველასთვის პოზიტიური აღმოჩნდა და მაშინვე ყველა გააღიმა : ))) როდესაც დებატები დამთვარდა,სტუდენტებმა,სოფომ,World Vision Georgia-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნანა ბერძენიშვილმა და სხვებმა გააკეთეს კომენტარი დებატებთან დაკავშირებით..როგორც ამ კომენატრებიდან მივხვდით ჩვენს შრომას ტყუილად არ ჩაუვლია..შემდეგ კი,როცა მარტო დავრჩით სოფომ და სხვა მსაჯებმა გვითხრეს თუ რა იყო ყველაზე კარგი თითოეულის გამოსვლაში და რისი შეცვლა იქნებოდა უფრო კარგი..ძალიან პოზიტიური განწყობა შეგვექმნა,რადგან ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა : )) დიდი გამოცდილება მივიღეთ და მოუთმენლად ველოდებით ახალ საჯარო დებატს,რათა უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ მისით.. : ))))
ახლა კი დროებით..მომდევნო ხუთშაბათს ახალ პოსტს დაგახვედრებთ უკვე ჩატარებული გაკვეთილის აღწერით..: )))
დებატების კლუბი
Sunday, April 27, 2014
Friday, April 4, 2014
გაკვეთილი IV-V
დღეს გაიმართა დებატ-კლუბის IV-V შეხვედრა,რომელსაც ესწრებოდა X-XI კლასის 11 მოსწავლე.სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა წინა ხუთშაბათს კლუბის შეკრება და ამიტომ მეოთხე და მეხუთე შეხვედრა ერთად გაიმართა და 2 საათს გაგრძელდა..ჩვეულებისამებრ,შეხვედრა დავიწყეთ წინა გაკვეთილის რეფლექსიით.ამის შემდგომ კი უკვე გადავედით დავალების გამოკითხვაზე.თითოეულმა ჩვენთაგანმა წარადგინა რამდენიმე საკამათო თემა თავისი მტკიცებითი და უარმყოფელი არგუმენტებით.ეს ძალიან საინტერესო იყო რადგან მოხდა იდეების გაზიარება.შეხვედრამ საინტერესო სახე მიიღო მაშინ როდესაც მასწავლებლებმა ჩვენთვის დაიწყეს დღის განრიგის გაცნობა და უშუალოდ გადავიდნენ მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდის წარდგენაზე და თითოეული მათგანის მოვალეობების ჩამოყალიბებაზე.ამ დროს ყველა ყურადღებით უსმენდა და უამრავი კითხვა წამოიჩრა,რაც განპირობებული იყო მოსწავლეების დაინტერესებითა და აქტიურობით.მასწავლებლებმა აგვიხსნეს თუ როგორ ხდება ჯვარედინი დაკითხვა და ქეისის წარდგენა ორივე გუნდის მიერ.თუ რომელიმე მოსწავლეს კითხვა უჩნდებოდა,ინიშნავდა და ბოლოს მასწავლებლებს უსვამდა.ყველა ძალიან აქტიურობდა.
ახალია მასალის გაცნობის შემდეგ მოგვეცა დავალება:მოვიფიქროთ მტკიცებითი და უარმყოფელი 3-3 არგუმენტი,დავხაზოთ სადებატო ოთახის სქემა და ავღნიშნოთ ჯვარედინი დაკითხვის დროს მონაწილეების განლაგება.
საბოლოოდ დღევანდელმა გაკვეთილმა ძალიან კარგად და საინტერესოდ ჩაიარა.თითოეული ჩვენგანი აქტიურად ჩაერთო გაკვეთილის მსვლელობაში და ყურადღებით მოისმინა მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალა.ჩვენთვის დებატ-კლუბი წარმატებისა და მიზნების მიღწევის საწინდარია და არ ვაპირებთ უკან დახევას.ჩვენი მთავარი სტიმული სწორედ ასეთი ერთიანობაა..: )) დროებით !!! : ))

Thursday, March 20, 2014
მესამე გაკვეთილი
დღეს გაიმართა დებატ-კლუბის მესამე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა X და XI კლასის 15 მოსწავლე( კლუბის ყველა წევრი). შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა..
პირველ რიგში გავიხსენეთ წინა გაკვეთილის განრიგი, ამის შემდგომ კი თითეულმა ჩენთაგანმა წარადგინა საშინაო დავალება ( ერთი საკამათო თემა) რომელიც მოცემული გვქონდა კლუბის წინა შეხვედრაზე..დავალების გაცნობის შემდგომ მასწავლებელთან ერთად მოვახდინეთ თითოეული ჩვენთაგანის მიერ მოფიქრებული რეზოლუციების სწორად ჩამოყალიბება..ძალიან საინტერესო და სახალისო იყო დღევანდელი სავარჯიშო, კერძოდ კი მასწავლებლის მიერ წაკითხული ნაწარმოების "ერთი ლედის ისტორიის" ყურადღებითა და კაკვირვებით მოსმენა, რის შემდეგაც გამოვყავით ნაწარმოების ყველა მოქმედი პირი და ჯგუფებად დაყოფის შემდეგ შევუდექით ამ პერსონაჟების დადანაშაულებას ლედის სიკვდილში. მართალია პრეზენტაციის გაკეთების დროს იყო ერთ-ერთი ჯგუპის პრეზენტატორის მიმართ მოუსმენლობა და უპატივცემულობა, მაგრამ შევთანხმდით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და აღარ დაირღვევა ჩვენი კლუბის წესები..
პრეზენტაციის გაკეთების შემდეგ მოგვეცა საშინაო დავალება: მოვიფიქროთ სწორად ჩამოყალიბებული რეზოლუციებისთვის ორი არგუმენტი და გავაკეთეთ დღევანდელი დღის შეჯამება, თუ რა მიზნები ჰქონდა დღევანდელ სავარჯიშოს (ყველაფერში დავინახოთ როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეები, ნებისმიერ სიტუაციაში შევძლოთ არგუმენტის მოყვანა აზრების გენერირება, ჩვენი პოზიციის განმტკიცება და მივეჩვიოთ გუნდურ მუშაობას)..მივეცით ერთმანეთს რჩევები, რომ ვიყოთ უფრო გახსნილები, პრეზენტაციის დროს გვქონდეს აუდიტორიასთან თვალით კონტაქტი და ა.შ
საბოლოოდ დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენთვის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც კიდევ უფრო გვზრდის და გვაყალიბებს მომავალ მოდებატეებად, რომელთა სურვლია ვერასოდეს ვერაფერმა შეგვიშალოს ხელი წინსვლისაკენ! :) დროებით..

Thursday, March 6, 2014
კარლ პოპერი
1902 წელს , ვენაში დაიბადა . აქ შეისწავლა ფილოსოფია , მათემატიკა და ფიზიკა . 1928 წელს დაასრულა
უმაღლესი
განთლება
ფილოსოფიის
განხრით
, 1929 წელს
მიიღო
მათემატიკისა
და
ფიზიკის
სწავლების
უფლება
. 1934 წელს
გერმანულ
ენაზე
გამოაქვეყნა
თავისი
ძირითადი
ნაშრომი
" კვლევის
ლოგიკა
" ( წიგნი
1935 წლით
დათარიღდა
), რომელიც
შემდგომში
ინგლისურად
გამოიცა
სათაურით
" მეცნიერული
აღმოჩენის
ლოგიკა
" (1959 წ. ). მეორე
მსოფლიო
ომის
დასრულების
შემდეგ
პოპერი
ლონდონში
დასახლდა
და
ლონდონის
ეკონომიკის
სკოლაში
კითხულობდა
ლექციებს
. მის
ბოლოდროინდელ
ნაშრომთა
შორის
აღსანიშნავია
: " ვარაუდები
და
უარყოფანი
" (1963 წ. ), " ობიექტური შემეცნება " (1972 წ. ),
" კვლევას
დასასრული
არ
აქვს
" ( 1974, ახ . გამ. 1976 წ. ). " მე " და მისი ტვინი
"(1977 წ. ჯ . ეკლსის თანაავტორობით )," შემეცნების ორი ძირეული პრობლემა "(1979 წ.
)," მეცნიერული
აღმოჩენის
ლოგიკის
პოსტსკრიპტუმი
"( 1982-1983 წ.)
კარლ პოპერს
დიდი
წვლილი
მიუძღვის
დებატების
შექმნაში.
დღეისათვის
დებატების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ღირებულებითი.
კარლ
პოპერის
დებატები
ფორმალური
კამათის
ერთ-ერთ სახეობას
წარმოადგენს,რაც ავითარებს
კრიტიკულ
აზროვნებას,
პატივიცემას,
მოსმენის
უნარს
და
სხვ.
მეორე გაკვეთილი
დღეს გაიმართა
დებატ-კლუბის
შეხვედრა,
რომელსაც ესწრებოდა X-XI კლასის 11 მოსწავლე. შეხვედრამ, როგორც ყოველთვის, ძალიან
საინტერესოდ
ჩაიარა,
რადგან
ყოველ
შეხვედრაზე
უამრავ
ახალ
ინფორმაციას
ვიღებთ,
ყოველ
შეხვედრაზე
უფრო
და
უფრო
ვიზრდებით...
დღევანდელი შეხვედრა წინა დღის შეჯამება/განხილვით დაიწყო,რასაც მოჰყვა საშინაო დავალების წარდგენა, თითოეულმა გუნდმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე - კარლ პოპერის ბიოგრაფია (რასაც სურათთან ერთად ავტვირთავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ). პრეზენტაციების შემდეგ პრეზენტატორებს
მივეცით
უკუკავშირი,
ვესაუბრეთ
მათი
გამოსვლის
დადებით
მხარეებზე
და
ასევე
მივეცით
რჩევებიც,
პრეზენტატორები
დაგვპირდნენ,
რომ
ამ
რჩევებს
მომავალში
აუცილებლად
გაითვალისწინებენ
:)...ძალიან
საინტერესო
იყო
სიტყვა
დებატებზე
ჩვენეული
შეხედულება,
ჩვენი
ასოციაციები
მასთან
დაკავშირებით,
აღმოვაჩინეთ
რომ
დებატები,
რომელიც
უმრავლესობას
კამათი
ეგონა,
თურმე
არანაირ
კავშირში
არ
ყოფილა
კამათთან,დანარჩენი
მოსაზრებები
კი
ზუსტად
დაემთხვა
"დებატები"-ს განმარტებას,
მაგ:
მსჯელობა,
ჩართულობა,
გუნდურობა,
იდეების
გენერირება,
გადაწყვეტილება,
საპირისპირო
აზრი,
პრობლემური
საკითხების
განხილვა
და
ა.შ
ჩვენი შეხედულებების შემდეგ გადავედით
ყველასათვის უცხო და საინტერესო თემაზე, ეს იყო ტერმინების განმარტება, რომელიც გამოიყენება
დებატებში..(სპიკერი,რეზოლუცია, დეფინიცია არგუმენტი....)
შეხვედრის ბოლოს კი მივიღეთ დავალება, რომ ყველა მონაწილემ ინდივიდუალურად მოიფიქროს ერთი რეზოლუცია, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე
წარვადგენთ :)
დღევანდელი შეხვედრის ფოტოებს
აუცილებლად ავტვირთავთ ხვალ საღამომდე...დღეისათვის სულ ეს იყო, ახალი ინფორმაციითა
და იდეებით დავბრუნდებით მომავალ ხუთშაბათს, მორიგი შეხვედრის შემდეგ, დროებით :)
ფოტოები
ფოტოები
Thursday, February 27, 2014
გაკვეთილი პირველი - "კლუბის გახსნა"
20.02.2014 წელს გაიმართა, „ნაფარეულის საჯარო სკოლის
დებატ -კლუბის“ პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა X და XI კლასის
15 მოსწავლე (კლუბის ყველა წევრი.). უნდა აღინიშნოს, რომ თვითვეული მათგანი ძალიან
მოტივირებული და დაინტერესებულია ამ სიახლით, რომელიც წარმოადგენს “World
Vision” საქართველოსა
და „ საქართველოს დებატებისა და განათლების
ინსტიტუტის“ საერთო ახალ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია ბავშვების ცნობიერების ამაღლება
და დებატების ტექნიკის შესწავლა.
შესაძლებელია ითქვას, რომ ამ შეხვედრამ მოლოდინს გადაჭარბა.
პირველ რიგში შევიმუშავეთ ჩვენი კლუბის წესები, რომელსაც ყველა წევრი აქტიურად დაიცავს.
ამის შემდეგ შევქმენით ე.წ. მოლოდინების ხე, სადაც თვითვეულმა ჩვენთაგანმა დავაფიქსირეთ
თუ რას მოველით და როგორ გვინდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენს ახალ და უკვე ყველასთვის
საყვარელ კლუბში. მივიღეთ პირველი დავალებაც, რომელსაც აქტიურად ვასრულებთ ჩვენს ჯგუფებში.
და რაც მთავარია ველით ხუთშაბათს, დღეს, როდესაც ჩვენი კლუბი იკრიბება.
წინ ! წინ ! და წინ ! წარმატებების მოლოდინში, რომლისთვისაც
მზად ვართ თავდაუზოგავათ ვიშრომოთ! წარმატებები გვისურვეთ! J რა თქმა უნდა, გთავაზობთ პირველი შეხვედრის ფოტოებს.
J
ყოველთვის გაგიზირებთ ჩვენს დებატ-კულბში მიმდინარე
მოვლენებს!
Subscribe to:
Posts (Atom)