Friday, April 4, 2014

                              გაკვეთილი IV-V

დღეს გაიმართა დებატ-კლუბის IV-V შეხვედრა,რომელსაც ესწრებოდა X-XI კლასის 11 მოსწავლე.სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა წინა ხუთშაბათს კლუბის შეკრება და ამიტომ მეოთხე და მეხუთე შეხვედრა ერთად გაიმართა და 2 საათს გაგრძელდა..ჩვეულებისამებრ,შეხვედრა დავიწყეთ წინა გაკვეთილის რეფლექსიით.ამის შემდგომ კი უკვე გადავედით დავალების გამოკითხვაზე.თითოეულმა ჩვენთაგანმა წარადგინა რამდენიმე საკამათო თემა თავისი მტკიცებითი და უარმყოფელი არგუმენტებით.ეს ძალიან საინტერესო იყო რადგან მოხდა იდეების გაზიარება.შეხვედრამ საინტერესო სახე მიიღო მაშინ როდესაც მასწავლებლებმა ჩვენთვის დაიწყეს დღის განრიგის გაცნობა და უშუალოდ გადავიდნენ მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდის წარდგენაზე და თითოეული მათგანის მოვალეობების ჩამოყალიბებაზე.ამ დროს ყველა ყურადღებით უსმენდა და უამრავი კითხვა წამოიჩრა,რაც განპირობებული იყო მოსწავლეების დაინტერესებითა და აქტიურობით.მასწავლებლებმა აგვიხსნეს თუ როგორ ხდება ჯვარედინი დაკითხვა და ქეისის წარდგენა ორივე გუნდის მიერ.თუ რომელიმე მოსწავლეს კითხვა უჩნდებოდა,ინიშნავდა და ბოლოს მასწავლებლებს უსვამდა.ყველა ძალიან აქტიურობდა.
   ახალია მასალის გაცნობის შემდეგ მოგვეცა დავალება:მოვიფიქროთ მტკიცებითი და უარმყოფელი 3-3 არგუმენტი,დავხაზოთ სადებატო ოთახის სქემა და ავღნიშნოთ ჯვარედინი დაკითხვის დროს მონაწილეების განლაგება.
   საბოლოოდ დღევანდელმა გაკვეთილმა ძალიან კარგად და საინტერესოდ ჩაიარა.თითოეული ჩვენგანი აქტიურად ჩაერთო გაკვეთილის მსვლელობაში და ყურადღებით მოისმინა მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალა.ჩვენთვის დებატ-კლუბი წარმატებისა და მიზნების მიღწევის საწინდარია და არ ვაპირებთ უკან დახევას.ჩვენი მთავარი სტიმული სწორედ ასეთი ერთიანობაა..: )) დროებით !!! : ))

1 comment: