Thursday, February 27, 2014

გაკვეთილი პირველი - "კლუბის გახსნა"

20.02.2014 წელს გაიმართა, „ნაფარეულის საჯარო სკოლის დებატ -კლუბის“ პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა X და XI კლასის 15 მოსწავლე (კლუბის ყველა წევრი.). უნდა აღინიშნოს, რომ თვითვეული მათგანი ძალიან მოტივირებული და დაინტერესებულია ამ სიახლით, რომელიც წარმოადგენს  “World Vision” საქართველოსა და  „ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ საერთო ახალ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია ბავშვების ცნობიერების ამაღლება და დებატების ტექნიკის შესწავლა.
შესაძლებელია ითქვას, რომ ამ შეხვედრამ მოლოდინს გადაჭარბა. პირველ რიგში შევიმუშავეთ ჩვენი კლუბის წესები, რომელსაც ყველა წევრი აქტიურად დაიცავს. ამის შემდეგ შევქმენით ე.წ. მოლოდინების ხე, სადაც თვითვეულმა ჩვენთაგანმა დავაფიქსირეთ თუ რას მოველით და როგორ გვინდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენს ახალ და უკვე ყველასთვის საყვარელ კლუბში. მივიღეთ პირველი დავალებაც, რომელსაც აქტიურად ვასრულებთ ჩვენს ჯგუფებში. და რაც მთავარია ველით ხუთშაბათს, დღეს, როდესაც ჩვენი კლუბი იკრიბება.
წინ ! წინ ! და წინ ! წარმატებების მოლოდინში, რომლისთვისაც მზად ვართ თავდაუზოგავათ ვიშრომოთ! წარმატებები გვისურვეთ! J რა თქმა უნდა, გთავაზობთ პირველი შეხვედრის ფოტოებს. J
ყოველთვის გაგიზირებთ ჩვენს დებატ-კულბში მიმდინარე მოვლენებს!


4 comments:

  1. მინდა ავღნიშნო , რომ კლუბის წევრებისგან იგრძნობა დიდი ინტერესი და მონდომება, ამისთვის მათ დიდი მადლობა...ძალიან კარგები ხართ...კლუბს ვუსურვებ წარმატებებს...

    ReplyDelete
  2. გილოცავთ კლუბის დაარსებას ... ვიცი რომ ძალიან ყოჩაღები ხართ და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ. გისურვებთ წარმატებებს და ხანდახან მეც შემომაჭყიტეთ თქვენს კლუბში

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. იმედი მაქვს ასეთი ენთუზიაზმით და ინტერესით გავაგრძელებთ მუშაობას. ყოველი გაკვეთილის შემდეგ აიტვირთება ყველა გაკვეთილის მიმოხილვა და შთაბეჭდილებები, თავისი პოტო მასალით და ასევე გამოყენებული რესურსებით.გთხოვთ ესტუმროთ ხოლმე ჩვენს ბლოგს და დაგვიკომენტაროთ, რადგან ყველას აზრი და შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის წარმატებით მუშაობისათვის. ამასობაში ჩვენ არამარტო დებატებს შევასწავლით ბავშვებს არამედ ბლოგზე მუშაობასაც. მომავალში დარწმუნებული ვარ გვეყოლება საკმაოდ წარმატებული მოდებატეები და ასევე ბლოგერებიც...

    March 6, 2014 at 3:34 AM

    ReplyDelete