Sunday, April 27, 2014

                                 ჩვენი პირველი საჯარო დებატი
    25.04.2014 15:00 საათზე გაიმართა ჩვენი პირველი საჯარო დებატი.მაგრამ მანამდე მინდა ვისაუბრო იმის შესახებ,თუ რა ხდებოდა რამდენიმე საათით ადრე..დაახლოებით 12 საათზე თბილისიდან,ილიას უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ ჩვენი კლებელების შესახვედრად სტუსენტები და მათ მოჰყვათ საქართველოს დებატების ინსტიტუტის წარმომადგენელი სოფო ვეფხვაძე.კლუბის ყველა წევრი უკლებლივ ესწრებოდა შეხვედრას.თავდაპირველად მოხდა გაცნობა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის რაც ძალიან პოზიტიური გამოდგა.სტუდენტები ძალიან მოხარულნი იყვნენ იმ ფაქტით,რომ სკოლის ასაკშივე ვსწავლობთ დებატების ტექნიკას,რაც მათ უნივერსიტეტში ისწავლეს...ჩვენ კი აღფრთოვანებულნი ვიყავით იმით,რომ შევხვდით საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს და რაც მთავარია გავიცანით სოფო,რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდით.შემდეგ ჩავატარეთ ჩვეულებრივი გაკვეთილი და შევასრულეთ სახალისო დავალება,რამაც ძალიან ჩაგვაფიქრა ყველა..ჩვენმა მასწავლებელმა,ლია გიგოლაშვილმა წაიკითხა ძალიან საინტერესო ტექსტი ,,ჩემი ამინდები"..ჩვენ გვევალებოდა ტექსტის ყურადღებით მოსმენა და მისი ჩაწერა,შემდეგ კი წყვილებში მისი გავრცობა : ))) ახალმა დავალებამ კი უკეთ გაგვაცნო სტუმრები..ჩვენ უკვე ორ ჯგუფად ვიყავით გაყოფილები(მტკიცებითი და უარმყოფელი)როდესაც მოგვიჩინეს რამდენიმე სტუდენტი თითოეულ გუნდს რათა დაგვხმარებოდნენ საბოლოოდ ქეისების სწორად ჩამოყალიბებაში..შემდეგ კი 3 საათზე დაიწყო ჩვენი საჯარო დებატი..ყველა ძალიან ვნერვიულობდით,რადგან სხვა სტუმრებიც გვყავდა:მოსწავლეები,დირექტორი,მშობლები,სოფლის რწმუნებული და World Vision Georgia-ს წარმომადგენლები.ჩვენთვის ეს პირველი გამოსვლა იყო და ღელვა უფრო მეტად გვემატყობოდა,გვინდოდა რომ ყველაფერს არაჩვეულებრივად ჩაეარა...მართლაც საკმაოდ მშვენივრად გამოგვივიდა მიუხედავად იმისა,რომ ჩვენთვის პირველი ცდა იყო..ნერვიულობა მაშინვე გაგვიქრა როცა ტრიბუნასთან გავედით.მსაჯები თავად სოფო და ორი სტუდენტი იყვნენ,თაიმქიფერიც ილიას სტუდენტი იყო.რეზოლუცია გახლდათ:,,ბუკებით სწავლა გამართლებულია",რაც დღეისთვის საკმაოდ აქტიური თემაა..ჩვენც არ დავიზარეთ და საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ,ჩავწერეთ ინტერვიუები,მოვიძიეთ სტატისტიკა,ჩავატარეთ კვლევები და ვეცადეთ ამომწურავად გაგვეცა პასუხები ყველა დასმული კითხვისათვის..ცოტახნით დაძაბულობამ იმათა ჯვარედინი დაკითხვის დროს მონაწილეებს შორის,მაგრამ დაძაბულობა გიორგი ფარადაშვილის გამოსვლამ გაფანტა,რომელიც უარმყოფელი გუნდის მესამე სპიკერი გახლდათ და შეჯახეების არეებს წარადგენდა..მისი ხუმრობა მტკიცებითი გუნდისადმი ყველასთვის პოზიტიური აღმოჩნდა და მაშინვე ყველა გააღიმა : ))) როდესაც დებატები დამთვარდა,სტუდენტებმა,სოფომ,World Vision Georgia-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნანა ბერძენიშვილმა და სხვებმა გააკეთეს კომენტარი დებატებთან დაკავშირებით..როგორც ამ კომენატრებიდან მივხვდით ჩვენს შრომას ტყუილად არ ჩაუვლია..შემდეგ კი,როცა მარტო დავრჩით სოფომ და სხვა მსაჯებმა გვითხრეს თუ რა იყო ყველაზე კარგი თითოეულის გამოსვლაში და რისი შეცვლა იქნებოდა უფრო კარგი..ძალიან პოზიტიური განწყობა შეგვექმნა,რადგან ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა : )) დიდი გამოცდილება მივიღეთ და მოუთმენლად ველოდებით ახალ საჯარო დებატს,რათა უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ მისით.. : ))))
  ახლა კი დროებით..მომდევნო ხუთშაბათს ახალ პოსტს დაგახვედრებთ უკვე ჩატარებული გაკვეთილის აღწერით..: )))

3 comments:

  1. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვებო. მე ვამაყობ თქვენით და მჯერა კიდევ უფრო მეტი წარმატება გველოდება წინ!.
    ძალიან მომეწონეთ, საკმაოდ თავდაჯერებულები იყავით. ეს პირველი დებატები იყო და მეორე უკეთესი იქნება.
    მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით. ძალიან მომეწონა ჯვარედინი დაკითხვები, რადგან ეს "აქტივობა" სულ ახალი იყო თქვენთვის, ზოგადად თეორიულად გქონდათ წარმოდგენა მარა პრაქტიკულად არ გვქონდა გავლილი. საკმაოდ წარმატებით გაართვით თავი შეკითხვებსაც და პასუხებსაც... თუმცა მაქვს რჩევები და ამ რჩევებს გაკვეთილზე განვიხილავთ.
    მადლობელი ვარ რომ ჩვენი შრომა დააფასეთ. ერთად კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ ჩვენი სკოლის წარმატებისათვის.
    სიყვარულით
    თეა

    ReplyDelete
  2. სულ ასეთი შემართებით!!!

    ReplyDelete
  3. იმაზე მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ნამდვილი დებატები ვიდრე ამას ჩვენ მოველოდით..მადლობა World Vision-ს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს და რა თქმა უნდა ჩვენს მასწავლებლებს..ეს ჩვენი პირველი დებატები იყო და შემდეგში უფროდაუფრო დახვეწილსა და უკეთეს თამაშს შემოგთავაზებთ ბავშვები, რომლებიც მეტად მოტივირებულები და დაინტერესებულნი არიან ამ საქმიანობით..წარმატებები ბავშვებოო!

    ReplyDelete