მესამე გაკვეთილი
დღეს გაიმართა დებატ-კლუბის მესამე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა X და XI კლასის 15 მოსწავლე( კლუბის ყველა წევრი). შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა..
პირველ რიგში გავიხსენეთ წინა გაკვეთილის განრიგი, ამის შემდგომ კი თითეულმა ჩენთაგანმა წარადგინა საშინაო დავალება ( ერთი საკამათო თემა) რომელიც მოცემული გვქონდა კლუბის წინა შეხვედრაზე..დავალების გაცნობის შემდგომ მასწავლებელთან ერთად მოვახდინეთ თითოეული ჩვენთაგანის მიერ მოფიქრებული რეზოლუციების სწორად ჩამოყალიბება..ძალიან საინტერესო და სახალისო იყო დღევანდელი სავარჯიშო, კერძოდ კი მასწავლებლის მიერ წაკითხული ნაწარმოების "ერთი ლედის ისტორიის" ყურადღებითა და კაკვირვებით მოსმენა, რის შემდეგაც გამოვყავით ნაწარმოების ყველა მოქმედი პირი და ჯგუფებად დაყოფის შემდეგ შევუდექით ამ პერსონაჟების დადანაშაულებას ლედის სიკვდილში. მართალია პრეზენტაციის გაკეთების დროს იყო ერთ-ერთი ჯგუპის პრეზენტატორის მიმართ მოუსმენლობა და უპატივცემულობა, მაგრამ შევთანხმდით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და აღარ დაირღვევა ჩვენი კლუბის წესები..
პრეზენტაციის გაკეთების შემდეგ მოგვეცა საშინაო დავალება: მოვიფიქროთ სწორად ჩამოყალიბებული რეზოლუციებისთვის ორი არგუმენტი და გავაკეთეთ დღევანდელი დღის შეჯამება, თუ რა მიზნები ჰქონდა დღევანდელ სავარჯიშოს (ყველაფერში დავინახოთ როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეები, ნებისმიერ სიტუაციაში შევძლოთ არგუმენტის მოყვანა აზრების გენერირება, ჩვენი პოზიციის განმტკიცება და მივეჩვიოთ გუნდურ მუშაობას)..მივეცით ერთმანეთს რჩევები, რომ ვიყოთ უფრო გახსნილები, პრეზენტაციის დროს გვქონდეს აუდიტორიასთან თვალით კონტაქტი და ა.შ
საბოლოოდ დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენთვის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც კიდევ უფრო გვზრდის და გვაყალიბებს მომავალ მოდებატეებად, რომელთა სურვლია ვერასოდეს ვერაფერმა შეგვიშალოს ხელი წინსვლისაკენ! :) დროებით..
No comments:
Post a Comment