Thursday, March 20, 2014

                     მესამე    გაკვეთილი
  დღეს გაიმართა დებატ-კლუბის მესამე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა X და  XI კლასის 15 მოსწავლე( კლუბის ყველა წევრი). შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა..
  პირველ რიგში გავიხსენეთ წინა გაკვეთილის განრიგი, ამის შემდგომ კი თითეულმა ჩენთაგანმა წარადგინა საშინაო დავალება ( ერთი საკამათო თემა) რომელიც მოცემული გვქონდა კლუბის წინა შეხვედრაზე..დავალების გაცნობის შემდგომ მასწავლებელთან ერთად მოვახდინეთ   თითოეული ჩვენთაგანის მიერ მოფიქრებული რეზოლუციების სწორად ჩამოყალიბება..ძალიან საინტერესო და სახალისო იყო დღევანდელი სავარჯიშო, კერძოდ კი მასწავლებლის მიერ წაკითხული ნაწარმოების "ერთი ლედის ისტორიის" ყურადღებითა და კაკვირვებით მოსმენა, რის შემდეგაც გამოვყავით ნაწარმოების ყველა მოქმედი პირი და ჯგუფებად დაყოფის შემდეგ შევუდექით ამ პერსონაჟების დადანაშაულებას ლედის სიკვდილში. მართალია პრეზენტაციის გაკეთების დროს იყო ერთ-ერთი ჯგუპის პრეზენტატორის მიმართ მოუსმენლობა და უპატივცემულობა, მაგრამ შევთანხმდით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და აღარ დაირღვევა ჩვენი კლუბის წესები..
  პრეზენტაციის გაკეთების შემდეგ მოგვეცა საშინაო დავალება: მოვიფიქროთ სწორად ჩამოყალიბებული რეზოლუციებისთვის ორი არგუმენტი და გავაკეთეთ დღევანდელი დღის შეჯამება, თუ რა მიზნები ჰქონდა დღევანდელ სავარჯიშოს (ყველაფერში დავინახოთ როგორც უარყოფითი ასევე დადებითი მხარეები, ნებისმიერ სიტუაციაში შევძლოთ არგუმენტის მოყვანა  აზრების გენერირება, ჩვენი პოზიციის განმტკიცება და მივეჩვიოთ გუნდურ მუშაობას)..მივეცით ერთმანეთს რჩევები, რომ ვიყოთ უფრო გახსნილები, პრეზენტაციის დროს გვქონდეს აუდიტორიასთან თვალით კონტაქტი და ა.შ
  საბოლოოდ დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენთვის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც კიდევ უფრო გვზრდის და გვაყალიბებს მომავალ მოდებატეებად, რომელთა სურვლია ვერასოდეს ვერაფერმა შეგვიშალოს ხელი წინსვლისაკენ! :) დროებით..

Thursday, March 6, 2014


    კარლ პოპერი
1902 წელს , ვენაში დაიბადა . აქ შეისწავლა ფილოსოფია , მათემატიკა და ფიზიკა . 1928 წელს დაასრულა უმაღლესი განთლება ფილოსოფიის განხრით , 1929 წელს მიიღო მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების უფლება . 1934 წელს გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა თავისი ძირითადი ნაშრომი " კვლევის ლოგიკა " ( წიგნი 1935 წლით დათარიღდა ), რომელიც შემდგომში ინგლისურად გამოიცა სათაურით " მეცნიერული აღმოჩენის ლოგიკა " (1959 . ).  მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პოპერი ლონდონში დასახლდა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში კითხულობდა ლექციებს . მის ბოლოდროინდელ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია : " ვარაუდები და უარყოფანი " (1963 . ), " ობიექტური შემეცნება " (1972 . ), " კვლევას დასასრული არ აქვს " ( 1974, ახ . გამ. 1976 . ). " მე " და მისი ტვინი "(1977 . . ეკლსის თანაავტორობით )," შემეცნების ორი ძირეული პრობლემა "(1979 . )," მეცნიერული აღმოჩენის ლოგიკის პოსტსკრიპტუმი "( 1982-1983 .)

     კარლ პოპერს დიდი წვლილი მიუძღვის დებატების შექმნაში. დღეისათვის დებატების  ყველაზე გავრცელებული ფორმაა ღირებულებ. კარლ პოპერის დებატები ფორმალური კამათის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს,რაც ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, პატივიცემას, მოსმენის უნარს და სხვ.

მეორე გაკვეთილი

   დღეს გაიმართა დებატ-კლუბის შეხვედრა, რომელსაც  ესწრებოდა X-XI კლასის 11 მოსწავლე. შეხვედრამ, როგორც ყოველთვისძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რადგან ყოველ შეხვედრაზე უამრავ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო ვიზრდებით...
     დღევანდელი შეხვედრა წინა დღის შეჯამება/განხილვით დაიწყო,რასაც მოჰყვა საშინაო დავალების წარდგენა, თითოეულმა გუნდმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე - კარლ პოპერის ბიოგრაფია (რასაც სურათთან ერთად ავტვირთავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ). პრეზენტაციების შემდეგ პრეზენტატორებს მივეცით უკუკავშირი, ვესაუბრეთ მათი გამოსვლის დადებით მხარეებზე და ასევე მივეცით რჩევებიც, პრეზენტატორები დაგვპირდნენ, რომ ამ რჩევებს მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებენ :)...ძალიან საინტერესო იყო სიტყვა დებატებზე ჩვენეული შეხედულება, ჩვენი ასოციაციები მასთან დაკავშირებით, აღმოვაჩინეთ რომ დებატები, რომელიც უმრავლესობას კამათი ეგონა, თურმე არანაირ კავშირში არ ყოფილა კამათთან,დანარჩენი მოსაზრებები კი ზუსტად დაემთხვა "დებატები"- განმარტებას, მაგ: მსჯელობა, ჩართულობა, გუნდურობა, იდეების გენერირება, გადაწყვეტილება, საპირისპირო აზრი, პრობლემური საკითხების განხილვა და .
 ჩვენი შეხედულებების შემდეგ გადავედით ყველასათვის უცხო და საინტერესო თემაზე, ეს იყო ტერმინების განმარტება, რომელიც გამოიყენება
დებატებში..(სპიკერი,რეზოლუცია, დეფინიცია არგუმენტი....)
     შეხვედრის ბოლოს კი მივიღეთ დავალება, რომ ყველა მონაწილემ ინდივიდუალურად  მოიფიქროს ერთი რეზოლუცია, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე წარვადგენთ :)

    დღევანდელი შეხვედრის ფოტოებს აუცილებლად ავტვირთავთ ხვალ საღამომდე...დღეისათვის სულ ეს იყო, ახალი ინფორმაციითა და იდეებით დავბრუნდებით მომავალ ხუთშაბათს, მორიგი შეხვედრის შემდეგ, დროებით :)

ფოტოები