20.02.2014 წელს გაიმართა, „ნაფარეულის საჯარო სკოლის
დებატ -კლუბის“ პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა X და XI კლასის
15 მოსწავლე (კლუბის ყველა წევრი.). უნდა აღინიშნოს, რომ თვითვეული მათგანი ძალიან
მოტივირებული და დაინტერესებულია ამ სიახლით, რომელიც წარმოადგენს “World
Vision” საქართველოსა
და „ საქართველოს დებატებისა და განათლების
ინსტიტუტის“ საერთო ახალ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია ბავშვების ცნობიერების ამაღლება
და დებატების ტექნიკის შესწავლა.
შესაძლებელია ითქვას, რომ ამ შეხვედრამ მოლოდინს გადაჭარბა.
პირველ რიგში შევიმუშავეთ ჩვენი კლუბის წესები, რომელსაც ყველა წევრი აქტიურად დაიცავს.
ამის შემდეგ შევქმენით ე.წ. მოლოდინების ხე, სადაც თვითვეულმა ჩვენთაგანმა დავაფიქსირეთ
თუ რას მოველით და როგორ გვინდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენს ახალ და უკვე ყველასთვის
საყვარელ კლუბში. მივიღეთ პირველი დავალებაც, რომელსაც აქტიურად ვასრულებთ ჩვენს ჯგუფებში.
და რაც მთავარია ველით ხუთშაბათს, დღეს, როდესაც ჩვენი კლუბი იკრიბება.
წინ ! წინ ! და წინ ! წარმატებების მოლოდინში, რომლისთვისაც
მზად ვართ თავდაუზოგავათ ვიშრომოთ! წარმატებები გვისურვეთ! J რა თქმა უნდა, გთავაზობთ პირველი შეხვედრის ფოტოებს.
J
ყოველთვის გაგიზირებთ ჩვენს დებატ-კულბში მიმდინარე
მოვლენებს!